ახალი ამბები

კახეთში 26 მარტიდან გამოიდარებს

აღმოსავლეთ საქართველოში 26 მარტიდან გამოიდარებს.

ჰაერის ტემპერატურის მაჩვენებელი მარტის ბოლომდე 18 გრადუსამდე გაიზრდება, ხოლო ტემპერატურის მინიმალური ვარდნა, ღამის საათებში, 2 გრადუსამდეა ნავარაუდები.

26 მარტამდე კი კახეთში მოსალოდნელია თოვლი და ყინვა., ტემპერატურის მაქსიმალური მაჩვენებელი დღის საათებში 5 გრადუსამდე, ხოლო ღამე -2 გრადუსამდეა ნავარაუდები.