რა კომენტარს აკეთებს სოფელ კონდოლში ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში ორი პირის მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, თუმცა მომხდარის განსხვავებულ ვერსიას ყვება.
მისი მტკიცებით, ურთიერთშელაპარაკების დროს გარდაცვლილმა მამაკაცმა ხელში დანა ჩაარტყა, რასაც მისი მხრიდან იარაღის გამოყენება მოჰყვა. ბრალდებულისათვის ხელში დანის ჩარტყმის ჩვენებას, მოკლული ცოლ- ქმრის არასრულწლოვანი ქალიშვილი აძლევდა, თუმცა ბრალდებულმა გოგონას მხრიდან დანის გამოყენების ფაქტი უარყო.
მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი, ლეილა გარსევანიშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაული აღიარა და ხელზეც ჭრილობა ნამდვილად აქვს. ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლო პროცესზე საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების არასადაოდ ცნობას აპირებს.
წინასასამართლო სხდომა, სადაც საქმის არსებით განხილვაში გადაცემის საკითხი უნდა გადაწყდეს, თელავის რაიონულ სასამართლოში 6 აპრილს ჩატარდება.
ცოლ- ქმრის მკვლელობა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში, ერთ- ერთ ფერმაში, 11 თებერვალს მოხდა. გამოძიების ვერსიით, მამაკაცმა მასთან ერთად ფერმაში დასაქმებული პირები სოლიდური თანხის გამო დახოცა. მან ჯერ ცოლ- ქმარს ესროლა, შემდეგ კი მათი არასრულწლოვანი ქალიშვილი თოკით დააბა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143- ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალდებულს 16- და 20- მდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.