ახალი ამბები

დიდთოვლობამ გურჯაანში გადაადგილების პრობლემები შექმნა

დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემთან დამაკავშირებელ გზაზე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალური სერვისი გზის გაწმენდის სამუშაოებს დილიდან აწარმოებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ Საჭიროების მიხედვით, სპეცტექნიკით, ინტენსიურად იწმინდება ზიარი-გურჯაანის დამაკავშირებელი გზაც. ამ დროისთვის აღნიშნულ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.