21 მარტიდან საქართველოში გამოიდარებს
საქართველოში 21 მარტიდან გამოიდარებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა, 10-დან 12 გრადუსამდე მოიმატოს.
„ამ კვირის ჩათვლით უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში თოვლი, თოვლჭყაპი, მთიან რაიონებში თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშიც თოვლია მოსალოდნელი. ღამით ტემპერატურა 0 გრადუსის ფარგლებშია. დღით +3; +4 გრადუსი იქნება.
22-23 მარტს ცალკეულ რაიონში გამოიდარებს, ნალექები შეწყდება. ტემპერატურა მოიმატებს“,- აღნიშნავს დოდო გვაზავა.