ახალი ამბები

აშშ უკრაინას ე.წ. „კამიკაძე დრონებს“ მიაწვდის

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას Switchblade ტიპის 100 დრონს მიაწვდის, – გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, ამის შესახებ „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა მაიკლ მაკკოლმა განაცხადა.

ე.წ. “კამიკაძე დრონები” უკრაინას დახმარების ახალი, 800 მილიონიანი პაკეტის ფარგლებში გადაეცემა.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ აშშ უკრაინაში Switchblade დრონებს აგზავნის.

Switchblade არის ჭკვიანი ბომბები, რომლებიც აღჭურვილია კამერებით, სამიზნე სისტემებით და ასაფეთქებელი ნივთიერებებით. მათი დაპროგრამება შესაძლებელია ისე, რომ ათობით მილის დაშორებით მდებარე სამიზნეები ავტომატურად გაანადგუროს.