კიევის მახლობლად სამშობიაროს შენობას რუსული ძალებისგან ნასროლი ჭურვი მოხვდა
კიევთან, კერძო სამშობიაროს შენობას რუსული ძალებისგან ნასროლი ჭურვი მოხვდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია საავადმყოფოს გენერალურ დირექტორზე დაყრდნობით ავრცელებს.
“მეგობრებო, ყველა მეკითხება, რა ხდება სამშობიაროსთან, მადლობა მხარდაჭერისთვის. ჭურვი მოხვდა სამშობიაროს. ყველა ევაკუირებულია!”- დაწერა მან „ფეისბუქში“.