25 თებერვალი – დღე, რომელიც მუდამ უნდა გვახსოვდეს
25 თებერვალი საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღეა, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს ისტორიაში.
101 წლის წინ 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შევიდა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა. თავისუფლებისათვის ბრძოლას კოჯორსა და ტაბახმელის მისადგომებთან არაერთი იუნკერი შეეწირა.
ამ დღეს თავისი გმირები ჰყავს – 20-21 წლის სტუდენტები, იუნკერები, რომლებიც, ფაქტობრივად, მარტო იცავდნენ თბილისს რუსეთის წითელი არმიისაგან.