ახალი ამბები

ლევან დავითაშვილი – 1-ელი მარტიდან ვიწყებთ სამუშაოების გამოცხადებას

1-ელი მარტიდან ვიწყებთ სამუშაოების გამოცხადებას და ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს, – ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის შემუშავებული დასაქმების პროგრამაზე საუბრისას განაცხადა.

დავითაშვილის თქმით, აღნიშნული პროგრამის ამოქმედებამდე სამინისტროსა და დასაქმების სააგენტოს შიდა მოსამზადებელი პროცესი მიმდინარეობს.

„მიმდინარეობს შიდა შესაძლებლობების გაძლიერება, როგორიც, მაგალითად, არის დასაქმების სააგენტოს თანამშრომელთა ტრენინგი, კომუნიკაცია სოციალურად დაუცველებთან, სოციალური აგენტების გადამზადება და ჩართვა პროცესში. მთელი რესურსების მობილიზება არის საჭირო პროცესების სწორად და ორგანიზებულად წარმართვისთვის.

რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, აქამდე ჯგუფი მუშაობდა, რათა მომხდარიყო სამუშაო ადგილების იდენტიფიკაცია და რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილის აღმოჩენა მოხდა – ეს იყო საზოგადოებრივი დასაქმების ნაწილში, თუმცა კერძო სექტორშიც სამუშაო ადგილები იდენტიფიცირებული აქვს დასაქმების სააგენტოს და უკვე მარტიდან მოხდება რეგულარულად შეთავაზება“, – განაცხადა დავითაშვილმა.