კვების ობიექტებისთვის სტუმრების რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა მსუბუქდება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საკვებ ობიექტებში სტუმართა რაოდენობის შეზღუდვა შემსუბუქდება.
კერძოდ, დახურულ სივრცეში მაგიდასთან მსხდომთა რაოდენობა 10-მდე იზრდება, ხოლო ღია სივრცეში 15-მდე. მსგავსი დაშვებით შესაძლებელია სხვადასხვა სოციალური ღონისძიების ჩატარება როგორებიც არის ქელეხი, ქორწილი და სხვა. სოციალური ღონისძიებების გამართვა დასაშვები იქნება იმავე პირობით დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან – 10 ადამიანის, ხოლო ღია სივრცეში ერთ მაგიდასთან 15 ადამიანის განთავსება.
“მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან გაიზარდოს დაშვებულ პირთა რაოდენობა 10-მდე – აქამდე იყო 6, ხოლო ღია სივრცეში რაოდენობა გაიზრდება 15-მდე, არსებული 10-ის ნაცვლად. ასევე უქმდება სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა”, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
პირველი მარტიდან შეზღუდვები შემსუბუქდება – ყველა გადაწყვეტილება.