სოფელ კონდოლში 2 ადამიანის მკვლელობისთვის ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.
35 წლის გ გ. -ს ბრალი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გააცნეს, სადაც ის თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით იმყოფება. დღეს, სასამართლომ გაწირიძისათვის დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა, ბრალდებულის ახალი ადვოკატის, ლეილა გარსევანიშვილის, თანდასწრებით კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მამაკაცს ბრალი დაკავებამდე, დაუსწრებლად, წარუდგინეს და დაუსწრებლადვე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. მკვლელობაში ბრალდებული, სამართალდამცავებმა სამდღიანი ძებნის შემდეგ, ბათუმში დააკავეს.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე და 143- ე მუხლებით არის დაწყებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს, 17 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
შეგახსენებთ, მკვლელობა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში, ერთ- ერთ ფერმაში, 10 თებერვალს მოხდა. გამოძიების მტკიცებით, მამაკაცმა მასთან ერთად დასაქმებული ცოლ- ქმარი, თანხის გამო სასიკვდილოდ დაჭრა, მათ არასრულწლოვან ქალიშვილს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ თოკით დააბა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.