ახალი ამბები

გარემოს დაცვის მინისტრი- მზად ვართ რამდენიმე ათასი სოციალურად დაუცველი სამინისტროს უწყებებში დავასაქმოთ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას თქმით, უწყება მზად არის რამდენიმე ათასი სოციალურად დაუცველი პირი სამინისტროს უწყებებში დაასაქმოს.

„ჩვენ ვიმუშავეთ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების საკითხებზე. პროგრამის ფარგლებში, რომელიც 1 მარტიდან ამოქმედდება, ჩვენი უწყება მზად არის, რამდენიმე ათასი ადამიანი ჩართოს საზოგადოებრივ საქმიანობაში, შესთავაზოს მას კონკრეტული სამუშაო ადგილები, რაც მათ საშუალებას მისცემს, აქტიურად მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.