22 საკითხი, რომელზეც მთავრობა დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებს
დღეს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.
სხდომას ახალი ამპლუით ესწრებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და გარემოს დაცვის მინისტრი ოთარ შამუგია.
კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 22 საკითხზე იმსჯელებს, რომლებსაც დიდი ალბათობით დაამტკიცებენ, მათგან ერთი საიდუმლოა.
საკითხები ასეთია:
1. საქართველოს კანონის პროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების
პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“;
3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ახალი ვექტორისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს
„ვი-აი-პი+“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №74 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”;
5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ბეიექსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 აგვისტოს №1767 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „ბეიექსის“ საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ”;
6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“;
7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “საქართველოს მთავრობასა და შპს „კახეთის მზე“-ს შორის კახეთის რეგიონში მზის ელექტროსადგურების შესახებ დასადები ხელშეკრულებების თაობაზე”;
8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “საქართველოს მთავრობასა და შპს “აგრისოლარ საქართველოს’’ შორის “ნოსირის მზის ელექტროსადგურის’’ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”;
9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ვენტო ენერჯი’’-ს შორის „სამგორის ქარის ელექტროსადგური’’-ს შესახებ 2020 წლის 9 ნოემბერს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “საქართველოს მთავრობასა და შპს „საქენერგო“-ს შორის „ხრამი 7“ ჰესის შესახებ 2020 წლის 28 აპრილს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”;
11. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,პირველი ქარის ელექტროსადგურის’’ ელექტროსადგურის პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“;
12. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,უდაბნოს მზის ელექტროსადგურის’’ ელექტროსადგურის პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“;
13. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს „ენგური რესორტის“ (ს/კ 420434989) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე”;
14. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი “არსებითი პროდუქციისა და მომსახურების ნუსხის დამტკიცების შესახებ”;
15. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ“;
16. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ”;
17. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,მუნიციპალიტეტის განვითარების დაგეგმვის სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ”;
18. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ,,სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის შესახებ”;
19. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ,,ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე კორექტირებული განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ”;
20. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების მოწონების შესახებ”;
21. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტები ,,ტექნიკური რეგლამენტის – ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების, ქცია-ტაბაწყურის აღკვთილის და გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ,,ტექნიკური რეგლამენტების: „მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ბაწარაბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „თუშეთის დაცული ტერტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ერუშეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „პონტოს მუხის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ”;
22. უცნობია