კოსმოსში გაგზავნილი „ჩაკრულოს“ შემსრულებლი გარდაიცვალა
გარდაიცვალა ქართველი ლოტბარი და შემსრულებელი როსტომ საგინაშვილი.
ქართული სიმღერის ლეგენდარული შედევრი „ჩაკრულო“ ბატონი როსტომის შესრულებით კოსმოსში დაახლოებით 40 წლის წინ გაიგზავნა.
„ნასას“ მიერ შერჩეული ეს სიმღერა კაცობრიობის საუკეთესო ნიმუშებთან, გამოსახულებებსა და ხმებთან ერთად კოსმოსურ სივრცეებში მოგზაურობს.
როსტომ საგინაშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში დაიბადა. არართ შემოქმედებით ღონისძიებაში მონაწილეობდა. სხვადასხვა წლებში მღეროდა და ხელმძღვანელობდა მომღერალთა ანსამბლს. ბატონი როსტომის უნიკალური ხმა და შესრულება ქართველი ხალხის კულტურის ნაწილია.
„კახეთის ხმამ“ მოიკვლია ბატონი როსტომის მიერ შესრულებული სიმღერის ჩანაწერები. საბედნიეროდ, არსებობს საინტერესო მასალა და ინტერვიუს ჩანაწერი, რომელიც პალიტრა მედიის მიერ არის მომზადებული.
რედაქცია ღრმა წუხილს გამოთქვამს და თანაუგრძნობს საგინაშვილების ოჯახს.