ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსის 1 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ -80 869- გადააჭარბა. სულ გარდაცვლილია 448 პირი.

არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რეგიონში დაკეტილია საბავშვო ბაღები, სკოლებისა და კლასების ნაწილი კი, დისტანციური სწავლების რეჟიმზეა გადასული.