კახეთში 983 ექიმიდან ერთჯერადად ვაქცინირებულია 765
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, 22 713 ექიმიდან მინიმუმ ერთი დოზით 18 961 აცრილი, აუცრელი კი _3752.
ასევე, 22 376 ექთნიდან ერთჯერადად აცრა გაკეთებული აქვს 15 119-ს, ხოლო აუცრელია 7257 ექთანი. რაც შეეხება სანიტარს, 5 902 სანიტრიდან ერთი დოზით ვაქცინირებულია 3 4016, აუცრელია 2 486.
კონკრეტულად კახეთში – 983 ექიმიდან ერთჯერადად ვაქცინირებულია 765 (77,8%), აუცრელია 218. რაც შეეხება არასამედიცინო პერსონალს, ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში 32 785 არასამედიცინო მიმართულების თანამშრომელი მუშაობს, საიდანაც, მინიმუმ ერთჯერადად, ვაქცინირებულია 25 998 პირი, ხოლო ვაქცინა გაკეთებული საერთოდ არ აქვს 6 787 პირს.