ახალი ამბები

კახეთში კოვიდინფიცირების 1 091 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 73 821 კვლევა ტესტით, მათ შორის 46 355 კვლევა ანტიგენის ტესტით და 27 466 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 22 263 ახალი დადასტურებული შემთხვევა. კონკრეტულად კახეთში, 1 091 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 272 371 შეადგენს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 25.24% ხოლო 7 დღის მანძილზე – 27.87%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან 15 575 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 053 966.