ახალი ამბები

თელავში ახალგაზრდებმა თაფლი, მაკარონი და პური უფასოდ დაარიგეს

თელავში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა სოციალურად გაჭირვებულ მოქალაქეებს თაფლი, პური და მაკარონი დაურიგეს.

ახალგაზრდებმა საქველმოქმედო აქცია ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, თეატრის წინ გამართეს და იმ ადამიანებს პროდუქტები უსასყიდლოდ გადასცეს, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდა. საქველმოქმედო აქციის ინიციატორი თელაველი ახალგაზრდა რეზო ღაზიაძეა.

,,ამ ქალაქში გავიზარდე და ძალიან მიყვარს ქალაქი და აქ მცხოვრებლები. მსგავს აქტივობებს შემდეგშიც გავაგრძელებ და რაც მეტი ადამიანი შემოგვიერთდება, მეტ გაჭირვებულს გავახარებთ”,- განაცხადა ღაზიაიძემ.

დღევანდელ აქციაში რეზო ღაზიაძესთან ერთად, სხვა ახალგაზრდები, ახალგაზრდული სათემო ცენტრი და მეფუტკრეობით დაკავებული ქალიც ჩაერთო, რომელმაც გაჭირვებულებისათვის გადასაცემად, საკუთარი მეურნეობიდან 20 კილოგრამი თაფლი გაიღო.