როგორია ეპიდსიტუაცია კახეთის რეგიონში
კახეთის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, კახეთში ეპიდსიტუაცია რთულია. მისივე თქმით, რეგიონში ასევე დაფიქსირებულია ომიკრონის შემთხვევებიც.
მისი თქმით, რეგიონში ბოლო 24 საათში დაფიქსირდა ვირუსით ინფიცირების 180 შემთხვევა დაფიქსირდა, დღის განმავლობაში აღებული ტესტების რაოდენობამ კი 1 156 შეადგინა.
,,პანდემიის დაწყებიდან დღემდე კახეთის რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა მთლიანად შეადგენს 71 210 პირს, მათგან: ახმეტაში დაფიქსირებულია-5 256 შემთხვევა, გურჯაანში -14 453, დედოფლისწყაროში -5 128, თელავში-16 440, ლაგოდეხში -8 388, საგარეჯოში -9 058, სიღნაღში-7 108, ყვარელში -5 379. ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას შეადგენს 2 230 პირს, მათ შორის 2 011 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 40 მკურნალობს კოვიდ სასტუმროში, 179 იმყოფება კოვიდ-კლინიკაში, 68 540 გამოჯანმრთელდა, 440 კი გარდაიცვალა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების რაოდენობაა – 180 , მათგან: ახმეტაში დაფიქსირდა -18, გურჯაანში -37, დედოფლისწყაროში- 13, თელავში -65, ლაგოდეხში-10, საგარეჯოში-30, სიღნაღში-4 და ყვარელში-3. ბავშვები ინფიცირებულებს შორის 15-20 %-ია”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.