ახალი ამბები

გურჯაანის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი რეკომენდაციების დაცვით განახლდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის 37 საბავშვო ბაღში რეკომენდაციების დაცვით განახლდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის მერმა საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს გააცნო. ზურაბ უტიაშვილის განცხადებით, ბაღებში სწავლის პროცესის დაწყებამდე რამდენიმე ვერსიაზე მსჯელობდნენ, თუმცა შეთანხმდნენ რომ 24 იანვრიდან მუნიციპალიტეტის 37-ვე ბაღში სწავლა საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით განალდება.

მერმა თანამშრომლებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები გააცნო და ვაქცინაციის ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

“ჩვენ ვალდებული ვართ, სასწავლო პროცესი ვმართოთ ისე, რომ ადამიანებს ნაკლები საფრთხეები შევუქმნათ. კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ ყველას დავიცვათ რეკომენდაციები, ვატაროთ პირბადე და ჩავიტაროთ ვაქცინაცია. ამით დავიცავთ როგორც საკუთარ, ასევე სხვა ადამიანების ჯანმრთელობას.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მთავარი რეკომენდაციაც სწორედ დროული ვაქცინაცია გახლავთ. გავუფრთხილდეთ ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების სიცოცხლეს”, –
განაცხადა ზურაბ უტიაშვილმა.

როგორც მერმა აღნიშნა, შეხვედრაზე პანდემიის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებთან ერთად გარკვეული შეზღუდვების დაწესებაზეც იმსჯელეს, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღიათ და ორშაბათიდან ჩვეულ რეჟიმში განახლდება სასწავლო პროცესი.