გურჯაანში 20 ჰექტარზე ვენახი და ხეხილის ბაღები გაშენდა
“საქართველოს ბანკთან” პარტნიორობით გურჯაანში 20 ჰა ფართობზე ვენახი და ხეხილის ბაღები გაშენდა.
მეურნეობა საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ვენახებს, ატმის, ხურმის, ქლიავისა და ბლის ბაღებს აერთიანებს. მეურნეობის განვითარების ხელშესაწყობად ბანკის მხრიდან 81,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.
„მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორთან, საქართველოს ბანკთან ერთად შევძელით და ვავითარებთ ბიზნესს. ჩვენი თანამშრომლობა უკვე 6 წელია გრძელდება, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად ვაფართოვებთ მეურნეობას და ვზრდით მოსავლის მოცულობას. წლის მანძილზე საშუალოდ 250 ტონა მოსავალს ვიღებთ უკვე. ასევე, ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს. ჩვენი მეურნეობა სეზონურად რამდენიმე ათეულ ადამიანს ასაქმებს. სამომავლოდ ვგეგმავთ საკუთარი სამაცივრე მეურნეობის მოწყობას და კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას“, – აცხადებს მეურნეობის ხელმძღვანელი მარინა ცაცაბაშვილი.