ახალი ამბები

ბელარუსმა „ყვარლის მარნის“ „კახეთის ღვინის“ ქვეყანაში შეტანა და რეალიზება აკრძალა

ბელარუსში ქართული და ესპანური წარმოების 2 დასახლების ღვინოები აიკრძალა.

ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსული გამოცემა ავრცელებს.

bm.ge-ს ინფორმაციით, საქმე ის არის, რომ ბელარუსის სახელმწიფო სტანდარტმა ნატურალური ღვინოების მწარმოებელი ქართული კომპანია „ყვარლის მარნის“ მიერ წითელი ნახევრადტკბილი ღვინის „კახეთის ღვინოსა“ და ესპანური კომპანია Bodegas Parra Dorada, S.L.-ს თეთრი ნახევრადმშრალი ღვინო JUAN RAMON Blanco Semiseco უხარისხოდ სცნო.

ორივე შემთხვევაში გამოვლენილი დარღვევის მიხედვით, პროდუქცია არ შეესაბამებოდა საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, რადგან ღვინის შემადგენლობაში მარკირებაში აღნიშნული მიუღებელი საკვები დანამატი – კონსერვანტი E200 შედის. შესაბამისად, მარეგულირებელმა ამ ღვინოების რეალიზებისა და ქვეყანაში შეტანის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო