თელავის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად 35 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა
თელავი- გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე სოფელ წინანდალთან ავარიის შედეგად 35 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.
შემთხვევა წუხელ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მსუბუქი ავტომობილით მოძრაობდა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. ავარიის შედეგად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ცხედარი ამჟამად, გურჯაანში, პროზექტურაშია გადასვენებული, სადაც მას შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდება.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

