საქართველოში დღეიდან კარანტინის და იზოლაციის ვადები მცირდება
Covid-19-ის გამო კარანტინის და იზოლაციის დღეები მცირდება. როგორც გასულ კვირას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ბოლო პერიოდში გამოიცა საერთაშორისო რეკომენდაციები, იზოლაცია/კარანტინის დღეების შემცირებასთან დაკავშირებით.
ასიმპტომური, მსუბუქი შემთხვევებისთვის კარანტინის ვადა იქნება 8 დღე. ამასთან, სიმპტომების აღმოჩენიდან გასული უნდა იყოს 24 საათი და იზოლაციის გასვლიდან მინიმუმ 5 დღე მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.
საშუალო და მძიმე შემთხვევების დროს კარანტინის ვადა არის მინიმუმ 10 დღე და სახეზე უნდა იყოს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესება ბოლო 24 საათის განმავლობაში. აქაც, იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე აუცილებელია ნიღბის ტარება.
რაც შეეხება კონტაქტებს, ვადა მცირდება და მსუბუქდება, თუ ეს არის ვაქცინირებული კონტაქტი. პირებს ვაქცინაციის დოზის მიღებიდან 90 დღის ვადაში კარანტინის ვადა ეხსნებათ, ანუ მათთვის კარანტინი საჭირო არ არის. რაც შეეხებათ კოვიდ-გადატანილებს, 60 დღის მანძილზე, ნიღბის მკაცრი მოხმარების პირობებში, კონტაქტიდან 10 დღე შეუძლიათ აღარ იყვნენ კარანტინში. რაც შეეხებათ არავაქცინირებულებს, მათ აქვთ რეკომენდაცია 8 დღე დარჩნენ კარანტინში და შემდეგ დღეებში გამოიყენონ პირბადე.

