ახალი ამბები

სოფელ შილდაში წარმოებული ღვინო უკრაინაში METRO CASH & CARRY-ს ქსელში შევიდა

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში მეღვინეობა “ჩელთის“ მიერ წარმოებული ღვინოები უკრაინაში, ჰიპერმარკეტ Metro Cash & Carry-ში იყიდება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ანა მირიანაშვილმა განუცხადა, კომპანიამ დადებითად დაასრულა მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყნის კომპანიასთან, შესაბამისად, „ჩელთი“ მიმდინარე წლიდან იყიდება ყაზახეთის, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის რესტორნებსა და სუპერმარკეტებში.

მისი განმარტებით, “ჩელთის“ ღვინოები უკვე გაიგზავნა გერმანიაში, იტალიაში, შვეიცარიასა იაპონიაში.

მირიანაშვილის განცხადებით, „ჩელთის“ 3 დასახელების ღვინო რესტორან “ესპანეთში”, რესტორან „არზაკში“ 2021 წლის ბოლოდან უკვე იყიდება – მეღვინეობა „ჩელთის“ 3 დასახელების ღვინო – საფერავი ქვევრის (2015 წლის), რომელიც დეკანტერის ჟიურიმ 2 წლის წინ მსოფლიოს 20 საუკეთესო ღვინოთა შორის დაასახელა, საფერავი (2008 წლის) და მწვანე ქვევრი (2020 წლის).

მეღვინეობა „ჩელთი“ ყვარელში, სოფელ შილდაში მდებარეობს. 80 ჰექტარზე ვენახი, ხეხილის ბაღები, ტრადიციული მარნები, ბოთლების საძველე და ტურისტული კომპლექსია გაშენებული. ღვინის ქარხანა წელიწადში ნახევარ მილიონ ბოთლ 15 სახეობის ღვინოს აწარმოებს.

კომპანიას წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე, 20-ზე მეტ ქვეყანაში გააქვს, მათ შორის: ამერიკა, იაპონია, შვეიცარია, ჩინეთი, ყაზახეთი, გერმანია, რუსეთი, ესპანეთი, იტალია.