ახალი ამბები

„კახეთის ხმა“ 20 წლისაა

ინფორმაციის სანდო წყარო კახეთში 20 წლისთავს აღნიშნავს. 
2002 წლის 22 იანვარს გაზეთ „კახეთის ხმის“ პირველი ნომერი გამოიცა. ყოველკვირეულმა ბეჭდურმა გამოცემამ მოგვიანებით ინტერნეტში გადაინაცვლა. დღეს „კახეთის ხმა“ საქართველოს რეგიონულ მედიასაშუალებებს შორის ერთ-ერთი წამყვანი გამოცემაა, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვით მუშაობს.

დაბადების 20 წლის აღსანიშნავად ადგილობრივი მედია ორგანიზაცია თავისი ერთგული მკითხველისგან ელის შეაფასოს მისი განვლილი გზა და მუშაობა.

გთხოვთ, შეავსეთ ჩვენი კითხვარი, რათა გამოვავლინოთ მკითხველის ინტერესი და მომდევნო წლებში უკეთესი და სასარგებლო ინფორმაციით მივიპყროთ თქვენი ყურადღება.

დიდი მადლობა ნდობისა და თანამშრომლობისთვის! 

გთხოვთ, გახსენით ბმული და უპასუხეთ კითხვარს:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfEt25vK-Kea9c1zWOPOzLNwY33Ac30QEWnTs9AnPTqcgfSaA/viewform?vc=0&c=0&w=1&flr=0&fbclid=IwAR3tLu6q_idPLiUmUxSqlDMBEBmhPfmOs5zwlNevrW-tPgIaMvSYuWGMz6s&pli=1