ლაგოდეხში მესაზღვრე პოლიციელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

ლაგოდეხში მესაზღვრე პოლიციელს, საქართველო- აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლთან, სოფელ ჭიაურში, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

დაპირისპირების მიზეზი, მესაზღვრის მიერ მოქალაქისათვის გადაადგილებისათვის აუცილებელი დოკუმენტის მოთხოვნა გახდა. არსებული ინფორმაციით, მან მესაზღვრეს, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მოქალაქე ამ დროისთვის დაკავებულია და გამოკითხვაზე ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოში იმყოფება.