ველისციხეში, ალაზნის სარწყავ არხში 65 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს
უბედური შემთხვევა სოფელ ველისციხეში – 65 წლამდე კაცი ალაზნის სარწყავ არხში გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა საჭე ვერ დაიმორჩილა და არხში საკუთარი ავტომობილით გადავარდა.
გარდაცვლილი წლების განმავლობაში ტაქსის მძღოლად მუშაობდა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება

