მითი თუ რეალობა გაციების შესახებ – ბლოგი
არსებობს უამრავი მოსაზრება გაციების გამომწვევი მიზეზების, მისი მკურნალობის და თავიდან აცილების შესახებ.
ამ ბლოგში იხილავთ საზოგადოებაში გავრცელებულ მითებს და რეალობას.
1. გვეხმარება თუ არა ნიორი გაციების წინააღმდეგ ბრძოლაში ?
ამ მეთოდს ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, ყველა სხვა და სხვა სახით იყენებს; ზოგი ნიორს ცხვირში ათავსებს, ზოგი ჭამს, ზოგი მისგან დამზადებულ კერძებს მიირთმევს გარკვეული დრო, მკურნალობის კურსის სახით, რათა თავიდან აირიდოს გაციება.
აღსანიშნავია, რომ ნიორი ისეთ ნაერთებს შეიცავს, რამაც შეიძლება ცხვირი გააღიზიანოს. შეიძლება, დააზიანოს ლორწოვანი გარსი, გამოიწვიოს სისხლდენა ან, უბრალოდ, არის შანსი, რომ ნივთი ნესტოში გაგეჭედოთ. ასე რომ, ეს მეთოდი გაციებასთან ბრძოლაში ნამდვილად არ დაგეხმარებათ და პირიქით, შეიძლება, საზიანოც კი იყოს. ზოგადად, ნიორი გაციებისგან ვერ დაგიცავთ.
2. გაციების გამომწვევი მიზეზი, შესაძლებელია, სიცივე იყოს.
გაციების შემთხვევები ზამთარში უფრო ხშირია. ზედა სასუნთქი გზების სხვა ინფექციების მსგავსად, გაციებასაც, ჩვეულებრივ, ვირუსი იწვევს. არის სიმართლის მარცვალი იმ მოსაზრებაში, რომ სიცივეში უფრო სავარაუდოა გაციება, ვინაიდან ტემპერატურის ცვლილება მოქმედებს ჩვენი ყელისა და სასუნთქი გზების ლორწოვან გარსზე, რამაც ვირუსებს უჯრედების ინფიცირება შეიძლება გაუადვილოს.
3. გვეხმარება თუ არა C ვიტამინი და გვიცავს თუ არა D ვიტამინი ?
ბრიტანული სამედიცინო კვლევითი ცენტრის, Cochrane-ის მკვლევრებმა, რომლებიც ნაცადი სისტემით აფასებენ მტკიცებულებებს, დაადგინეს, რომ C ვიტამინი არ იცავს გაციებისგან, თუმცა მას ზოგიერთ ადამიანში გაციების ხანგრძლივობის შემცირება შეუძლია.
რაც შეეხება D ვიტამინს, ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ D ვიტამინი მნიშვნელოვანია იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ვირუსებთან საბრძოლველად.
4. გვეხმარება თუ არა ქათმის ბულიონი გამოჯანმრთელებაში ან გაციების თავიდან აცილებაში ?
საუკუნების განმავლობაში იყენებენ გაციების საწინააღმდეგოდ ადამიანები ამ მეთოდს.
თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქათმის წვნიანს ორგანიზმიდან ინფექციის განდევნა შეეძლოს ან მისგან დაცვა. ამ საკითხზე ზუსტი დასკვნა არ არსებობს. ასევე, არ არსებობს გაციების სამკურნალოდ სასწაულმოქმედი საშუალება.
საუკეთესო რამ, რაც გაციებისას შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს არის კარგი დასვენება და ორგანიზმის ბევრი სითხით ავსება.
