ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიის დროს დაშავებული მაგდა ხარაიშვილი გარდაიცვალა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომასთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მაგდა ხარაიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ინფორმაციას ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში ადასტურებენ.

გოგონას ორი გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მაგდა ხარაიშვილი 28 დეკემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში იმყოფებოდა.