ახალი ამბები

სოფელ კარდენახში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 63 წლის კაცი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, გ.ს-ს ცივი იარაღით სხეულის მრავლობითი დაზიანებები ყოფილმა სიძემ მიაყენა.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

სავარაუდო ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა. მას ბრალს ხვალ წარუდგენენ.