შოტლანდიაში ღამის კლუბები, სულ მცირე, 3 კვირით დაიხურება (R)
შოტლანდიაში 27 დეკემბრიდან ღამის კლუბები, სულ მცირე, 3 კვირით დაიხურება.
რამდენიმე დღის წინ, ომიკრონის გავრცელების გამო, დიდი ღონისძიებები აიკრძალა. მინისტრის მოადგილემ, ჯონ სვინიმ განაცხადა, რომ დაზარალებულ ბიზნესს
ფინანსურად დაეხმარებიან.
მისივე თქმით, ღამის კლუბებს ექნებათ საშუალება, ბარებად გააგრძელონ მუშაობა, თუმცა სტუმრებს შორის ფიზიკური დისტანციის დაცვა უნდა იყოს უზრუნველოფილი. შოტლანდიელებისთვის შობის გეგმების შეცვლა, ჯერჯერობით, არ მოუთხოვიათ, თუმცა ხელისუფლება მოსახლეობას ურჩევს, დარჩნენ სახლებში დღესასწაულების განმავლობაში.
სვინის თქმით, ომიკრონის გამო კოვიდის შემთხვევები ძალიან სწრაფად იმატებს, რაც, საბოლოოდ, ჯანდაცვის სისტემას გადატვირთავს, ამიტომ დიდი თავშეყრებისგან მოსახლეობამ თავი უნდა შეიკავოს.