დედოფლისწყაროში “გირჩი — მეტი თავისუფლების” წევრს ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ,,გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრს, გოგიტა რობიტაშვილს, მისთვის უცნობი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მიდი თქმით, შემთხვევა მის ავტოფარეხთან მოხდა, მაშინ როცა პარტიის ყრილობიდან იყო დაბრუნებული და ავტოფარეხში მანქანას აჩერებდა.
გოგიტა რობიტაშვილის თქმით, მას სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს, ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შედეგად, რობიტაშვილს მძიმე დაზიანებები თავისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში აქვს მიყენებული, სახეზე აღენიშნება სისხლჩაქცევებიც.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო- სამედიცინო სამსახური იყო გამოძახებული, რომლებმაც დაშავებულს პირველი დახმარება აღმოუჩინეს.
თავად რობიტაშვილი მომხდარს მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს, თუმცა თავდამსხმელების ვინაობას ვერ ასახელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის, პირველი ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.