კახეთში გაზგასამართ სადგურებზე გაზი 15 თეთრით გაძვირდა
კახეთში გაზგასამართ სადგურებზე გაზი 15 თეთრით გაძვირდა და უკვე რამდენიმე დღეა, თელავსა და გურჯაანში, 1 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში მომხმარებელი 1. 60 ლარს იხდის.
გაზის გაძვირებამ ავტომობილის მძღოლების, განსაკუთრებით, კი იმ ტაქსის მძღოლების უკმაყოფილება გამოიწვია.
მათი თქმით, ამის გამო მომსახურების გაძვირება ან ტაქსით მოძრაობაზე უარის თქმა მოუწევთ.
ადგილობრივების თქმით, სიძვირის გამო, შესაძლოა ფეხით გადაადგილება მოუწიოთ.
შპს ” ბუნებრივი აირის” წარმოამდგენლები და მფლობელი, გაზის გაძვირების მიზეზებზე, კომენტარს არ აკეთებენ.