ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავის ისტორიულ მუზეუმში შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს

თელავის ისტორიულ მუზეუმში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს, რომელიც 22 დეკემბერს დასრულდება.

შშმ პირების ჩართულობით თელავის ისტორიული მუზუმში ღონისძიებები ხშირად ტარდება. მათ, სხვა და სხვა პროექტების ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდები მუზეუმის ექსპოზიციებს აზიარეს;

არქეოლოგიური ექსპოზიციების ნახვის შემდეგ ისინი ჩაერთნენ არქეოლოგიურ გათხრებში და სპეციალური თიხისაგან დაამზადეს სხვა და სხვა ნაკეთობები, სურვილისამებრ, შექმნეს ნახატები.

აღსანიშნავია, რომ მუზეუმის ყველა თანამშრომელი გადამზადებულია შშმ პირებთან ურთიერთობების კუთხით, რაც მათთან წარმატებულ თანამშრომლობას განაპირობებს.

სამომავლოდ, თელავის ისტორიული მუზეუმი ერთ-ერთი პირველი აღიჭურვება ყველა საჭირო საშუალებით და შშმ პირთა მიმართულებით სრულად ადაპტირებული იქნება.

მუზეუმი აქტიურად თანამშრომლობს ასოციაციასთან ,,ხელოვნება საზგადოებრივი ინტერესებისათვის”. მათ ერთობლივად განახორციერელს ბევრი საინტერესო პროექტი მათ შორის ბოლო პროექტი იყო ,,არაფორმალური ინკლუზიური განათლება პანდემიის პირობებში”, როლის ფარგლებშიც კახეთის რეგიონში მცხოვრებ შშმ მოზარდებს დაურიგდათ ინკლუზიური საგანმანათლებლო აქტივობები ,რომელიც შექმნილია ექსპერტებისა და ფსიქოლოგების ჩართულობით.

როგორც მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ანა მაისურაძემ განაცხადა, ყველა სამაგიდო თამაში, რომელიც კახეთში მცხოვრებ შშმ პირებს გადაეცათ, შესაბამისი ექსპერტების და სპეციალისტების მიერ არის მომზადებული.