“საჯარო მოხელეების ხელფასების მატება არ იქნება ერთჯერადი” – პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წელს საჯარო მოხელეთა ხელფასი გაიზრდება.
მისი თქმით, ხელფასების მატება არ იქნება ერთჯერადი.
„მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს. სწორედ ეს ადამიანები არიან ჩვენი სახელმწიფოს უწყვეტი და ქმედითი ფუნქციონირების საყრდენი, ამიტომ მათი მხარდაჭერა ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია. 2022 წლიდან საჯარო მოხელეების ხელფასის 10%-იანი ზრდის გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ და, რაც ყველაზე მნიშნველოვანია, ეს იქნება არა ერთჯერადი, არამედ მომდევნო წლების ტენდენცია. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია პროფესიული საჯარო მოხელე, როგორც ინსტიტუტი, მომავალში გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი და კონკურენტული“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.