ხევის ადიდების საშიშროება თელავში-ვიდეო
1977 წლის 14 ივნისის წყალდიდობა თელავში ახლაც ახსოვთ.
ისტორიიდან ცნობილია, რომ თელავში წყალდიდობები პერიოდულად 50-70 წელიწადში მეორდებოდა, რომელსაც მიჰქონდა ხოლმე რიყეზე გადებული ხიდი.
კახეთის რეგიონში CENN-ის კოორდინატორის, კახა სუხიტაშვილის თქმით, თელავში ღვარცოფის მოვარდნის საშიშროება ყოველთვის არსებობს.
აღნიშნულ საკითხზე knews.ge წლებია აქტიურად მუშაობს და არსებულ საშიშროებებზე ავრცელებს ინფორმაციას.
მოსალოდნელ საშიშროებებზე და პრობლემებზე 2021 წელს საუბრობს კახა სუხიტაშვილი knews.ge-ს მიერ მომზადებულ ვიდეოში.