სოფელ ნინოწმინდასთან ავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ცენტრალურ მაგისტრალზე, ერთმანეთს ფორდ ტრანზიტისა და ტრაილერის ტიპის ავტომანქანები შეეჯახა. შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და ექსპერტ- კრიმინალისტთა ჯგუფი იმყოფება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, უკვე მეხუთე ადამიანი გარდაიცვალა.