ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

რომელი პროდუქტები გაძვირდა დეკემბერში ყველაზე მეტად

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5 პროცენტი შეადგინა.

გაეცანით top-10 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც ნოემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:

კომბოსტო – 96.7%
ბადრიჯანი – 74.7%
ქლიავი – 58.3%
ყურძენი – 41.4%
კვერცხი – 41.6%
მზესუმზირის ზეთი – 40.7%
ჭარხალი – 39.6%
შაქარი – 34.7%
სტაფილი – 34.2%
კარტოფილი – 33.7%

მიუხედავად იმისა, რომ გაძვირებულ პროდუქტებს შორის ვერ მოხვდა, მნიშვნელოვნად, 22-ით არის გაზრდილი ფასი ხორბლის პურზე და ფქვილზე.