ვიდეორეპორტაჟი

გაიცანით ჯგუფი „მომავლის ბიბლიოთეკა გარიყულაში“

როგორ მუშაობს მომავლის ბიბლიოთეკა გარიყულაში და რა საქმიანობას ეწევიან აქტიური ახალგაზრდები, ნახეთ სპეციალურ ვიდეო მასალაში.

საქართველოს სათემო ორგანიზაციების, თემის ლიდერებისა და საინიციატივო ჯგუფების მონაწილეობით, 26 ნოემბერს 12:00 საათზე, სათემო  ლიდერთა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფორუმი, ონლაინ ფორმატში გაიმართა. ფორუმს ტრადიციულად, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) თემის განვითარების პროგრამამ უმასპინძლა. ფორუმი გაიმართა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

სათემო ლიდერთა ფორუმი 2011 წლიდან ტარდება და ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ თემის ლიდერს აერთიანებს, თემებს შორის კონტაქტებს აღრმავეს, მათი საქმიანობის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, აკავშირებს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებს და რაც მთავარია სათემო ლიდერებსა და სამოქალაქო აქტივისტებს აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციას აწვდის.