ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აბონენტებისთვის გაზის გადასახადი იზრდება

იანვრიდან, თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა გაზზე მომატებულ საფასურს გადაიხდის.

გაზზე ფასის ცვლილება “ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ” სემეკის დადგენილებაშია ასახული, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა.

დღემდე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ,,თელავგაზს” ტარიფი მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის უნდა გაეზარდა, თუმცა მატება მოსახლეობასაც შეეხო.

“თელავ-გაზის” მენეჯერი ზურაბ ჯანჯღავა განმარტავს, რომ ცვლილება ვალუტის კურსის გამო მოხდა.

“სემეკს რამდენიმე თვის წინ მივმართეთ, ზუსტი დრო არ მახსოვს. გადაანგარიშება მოხდა ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების გამო, რადგან ჩვენ გაზს ამის მიხედვით ვყიდულობთ. მოსახლეობისათვის გაზის ტარიფი 58. 8 თეთრი იქნება, დღგ-ს ჩათვლით”– განაცხადა ჯანჯღავამ.

პირველ დეკემბრიდან გაზის ტარიფის ცვლილება, საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებსაც შეეხებათ და 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი, დღგ-ს ჩათვლით, 0.95-ის ნაცვლად, 1.15. ლარით განისაზღვრება.