მესამე დღეა გურჯაანში 68 წლის თინა შიშნიაშვილს ეძებენ
მესამე დღეა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში მცხოვრებ 68 წლის თინა შიშნიაშვილს ეძებენ.
ქალი 28 ნოემბერს გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. მისი ოჯახის წევრების ინფორმაციით, გაუჩინარებული ქალის ხელჩანთა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა სოფელშია ნაპოვნი.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ის თელავის მიმართულებით წასულიყო. მათივე თქმით, ქალს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი აქვს და სავარაუდოდ სახლის მისამართს ვეღარ იხსენებს.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია და სამაშველო ბრიგადები, რომლებიც შიშნიაშვილს სპეციალური ტექნიკის გამოყენებითაც ეძებენ.