თელავის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა მდინარე ლოპოტაზე ჰესის მშენებლობას აპროტესტებს
ლოპოტას ხეობაში მოსახლეობა „ლოპოტა 1“ ჰესის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს.
მოსახლეობის თქმით, შპს „ართანა ლოპოტას“ სამუშაოების დასაწყებად ნებართვა არ აქვს. სოფლის მცხოვრებლების თქმით, მდინარე ლოპოტაზე ჰესის ასაშენებლად ხეობაში კომპანიის წარმომადგენლებმა სამშენებლო მასალა უკვე მიტანეს. მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი დაშლას არ აპირებენ, სანამ კომპანიის წარმომადგენლები არ დატოვებენ ტერიტორიას.
თავის მხრივ, პროექტის მენეჯერი აცხადებს, რომ ყველა შესაბამისი უწყებისგან აქვთ ნებართვა და სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაიწყებებენ.
„ლოპოტა 1“ ჰესის აშენებას სოფელ ლაფანყურიდან 7 კილომეტრში, შპს „ართანა ლოპოტა“ აპირებს. ჰესის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მდინარე რამდენიმე კილომეტრის მანძილზე მილებში მოექცევა, რაც ლოპოტას ხეობის გაუდაბნოებას გამოიწვევს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ჰესის მშენებლობისთვის ნეკერჩხალსა და ლაფანს გაკაფავენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.