სოფელ ტიბაანში მოქმედი კომპანია ,,ბუტრანა” თბილისში მაღაზიას გახსნის
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მოქმედი კომპანია ,,ბუტრანა” თბილისში მაღაზიას გახსნის.
მიკრო-ზონაში მოყვანილი ყურძენი განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. წარმოება ოჯახის კუთვნილ მიწაზე, წარმოშობით ტიბაანელმა ჯემალ ხატიაშვილმა დაიწყო და ამ დროისთვის ღვინოს და ყველს აწარმოებს.
„ბუტრანას“ ღვინო ორი სახეობისაა: „საფერავი“ და „რქაწითელი“, რომელიც ამ ეტაპზე ჰორეკას სექტორში იყიდება, თუმცა როგორც bm.ge-ს ჯემალ ხატიაშვილი უყვება, გეგმავენ თბილისში საფირმო მაღაზია გახსნან, სადაც სწორედ „ბუტრანას“ წარმოების ყველი და ღვინო გაიყიდება.
,,ჩვენი მომხმარებელი ძირითადად არის ჰორეკა-სექტორი და პროდუქციას ასევე ვყიდით სოციალური ქსელებით. ტურისტულ ჯგუფებს ვუტარებთ ყველისა და ღვინის მასტერკლასებს და შემდეგ გვაქვს დეგუსტაცია. მასტერ-კლასებზე ძირითადად უცხოელები ჩამოდიან, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იშვიათად გვსტუმრობენ“,”,- განაცხადა ჯემალ ხატიაშვილმა.
მისი ინფომაციით, მასტერკლასებზე „ბუტრანას“ ძირითადად სტუმრობენ ჯგუფები ბალტიისპირეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და ბელორუსიდან.