გურჯაანში კორონავირუსით 17 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მცხოვრები 17 წლის ახალგაზრდა კორონავირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდს მძიმე ნევროლოგიური დაავადება ჰქონდა, რის გამოც წარსულში ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა.
“დედა ემიგრაციაში იყო წასული, ხოლო მამამისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია. ბოლო წლები ბებიასთან ცხოვრობდა. აცრილიც არ იყო და კოვიდი ადვილად მოერია“,- აცხადებენ ოჯახის ახლობლები.
ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ, სოფელ ბაკურციხის ოჯახის ექიმებიც. მომხდარი ფაქტი, რეგიონში 18 წლამდე ასაკის პირის, კოვიდით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.