თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განიხილვა დაიწყო
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განიხილვა დაიწყო, რომელიც 27 მილიონ 695 ათას 500 ლარს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 5 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსებისა და ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე უკვე განიხილეს.
ბიუჯეტის პროექტით ინფრასტრუქტურულ ღონისძიებების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 8 მილიონ 729 ათასი ლარი. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ქონების მართვის საკითხს, ქონების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 900 ათასი ლარით და 5 მილიონი ლარით განისაზღვრება.
საკრებულოს ინფორმაციითვე, ორივე კომისია ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებულ რეკომენდაციებსა და შენიშვნებს შეიმუშავებენ და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენენ. საკრებულოს მერისთვის ბიუჯეტის პროექტის შენიშვნებით დაბრუნების ბოლო ვადა 25 ნოემბრამდე აქვს.