გურჯაანის 2022 წლის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარით იზრდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
ბიუჯეტის პროექტი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, მედიას და დაინტერესებულ პირებს მერის პირველმა მოადგილემ გიორგი მინდორაშვილმა და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნატო გონგაძემ წარუდგინეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2022 წლის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 4 მილიონი ლარით იზრდება და 21 მილიონ ლარს შეადგენს. მომავალი წლის ბიუჯეტში, მთავარი პრიორიტეტები, მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე სოციალური პროგრამების გაფართოება, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება და განათლება იქნება.
ბიუჯეტის პროექტს საკრებულო 25 დეკემბრამდე განიხილავს და დაამტკიცებს. საჯარო განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.