2022 წლის 28 მარტიდან მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება
2022 წლის 28 მარტიდან მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება. პარლამენტმა საბოლოო, მესამე მოსმენით “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა.
მიღებული პროექტის თანხმად, მოპედები მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს უთანაბრდება და მათზე იგივე მოთხოვნები გავრცელდება, რაც ნებისმიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისთვის არის დადგენილი.
კიდევ ერთი ცვლილება, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს ისაა, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.