ბაზარზე ღვინის ჩაი ერთჯერად პაკეტებში გაიყიდება
მალე ბაზარზე ღვინის ჩაი ერთჯერად პაკეტებში გაიყიდება.
როგორც კომპანია „სტუმარის“ ხელმძღვანელი გიორგი ბუკია აცხადებს, კომპანია ღვინის ჩაის 2017 წლიდან მცირე რაოდენობით აწარმოებდა, თუმცა, მხოლოდ ტურისტულ ობიექტებში სასაჩუქრე ნაკრებს ყიდდა. ახლა კი კომპანიამ მიიღო გადაწყევტილება, შევიდეს რითეილ სექტორში და ბაზარზე გარკვეული წილი დაიკაოს.
როგორც ბუკია აცხადებს, ერთჯერადი პაკეტების იმპორტს კომპანია იაპონიიდან მოახდენს. 8-10 პაკეტიანი შეფუთვით ღვინის ჩაის (საფერავის არომატით) ფასი დაახლოებით 12-15 ლარის ფარგლებში იქნება.
„პროდუქტს აქვს ბევრი სასარგებლო თვისება, გააჩნია დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტები, შეიცავს დიდი რაოდებობით B და D ჯგუფის ვიტამინებს, კარგია სისხლის მიმოქცევისთვის. ამ ყველაფერზე გვაქვს ოფიციალური ლაბორატორიული კვლევები ჩატარებული,“ – აცხადებს ბუკია.
მისი განმარტებით, წარმოებული პროდუქციის დაახლოებით 30% ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. დანარჩენი კი ექსპორტზე გავა.