ბიომეურნეობა “სამყურა” წნორში სათბურისა და კაფეს მშენებლობას იწყებს
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში მდებარე ბიომეურნეობა „სამყურა“ სათბურისა და კაფეს მშენებლობას იწყებს, რომელიც უკვე გაზაფხულისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
„სამყურას“ დამფუძნებელი ნიკა ბაგალიშვილი აცხადებს, რომ ორივე პროექტისთვის ჯამში 35 000 ლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს და კაფეში 3 ადგილობრივს დაასაქმებს.
ბიომეურნეობა ნიკა ბაგალიშვილმა დაახლოებით 3 წლის წინ დააფუძნა, 1.5 ჰექტარი მიწა ყველანაირ ბოსტნეულს, მათ შორის დეკორატიულ წიწაკებსა და მზესუმზირებს, შავ პომიდორს, იასამნისფერ კარტოფილს აერთიანებს.
„სამყურა“ ბოსტნეულის გარდა, ბიოზეთსა და ბაბუაწვერას მურაბას აწარმოებს, რომელთა რეალიზებას ჯანსაღ ბიობოსტნეულთან ერთად ფეისბუქ-გვერდზე ახდენს