ახალი ამბები

18 წელს ზემოთ მოქალაქეები ბუსტერ-დოზით აცრას შეძლებენ

ბუსტერ-დოზებით აცრის პროტოკოლი დამტკიცდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ბუსტერ დოზით აცრა 10 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი.

“დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე გადაწყვეტილება მივიღეთ, მათ შორის ერთ-ერთი არის ბუსტერ-დოზების თემა. მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება 18 წელს ზემოთ ნებისმიერი პირისითვის, რომელიც აცრილია ნებისმიერი ვაქცინით.
“სინოფარმით” და “სინოვაკის” ვაქცინებით აცრილებს ბუსტერ-დოზად შეუძლიათ იგივე ვაქცინების გამოყენება ან შეუძლიათ “ფაიზერით” აიცრან;
“ასტრაზენეკას” შემთხვევაში, 6 თვის შემდეგ მოქალაქეებს შეუძლიათ გაიკეთონ ბუსტერად “ფაიზერის” ვაქცინა. ასევე, “ფაიზერით” აცრილებს ბუსტერად კვლავ “ფაიზერით” აცრა შეუძლიათ.
60 წელს ზემოთ პირებს ბუსტერ-დოზით აცრა შეუძლიათ მეორე აცრიდან 3-6 თვის ინტერვალში”,
– განაცხადა თამარ გაბუნიამ.